ისე არაფერი გვეამაყება მეღვინეობის სამშობლოში, როგორც სტუმრის მიერ შექებული ჭიქა ქვევრის ღვინო. არ აქვს ამ სიამაყეს არც სქესი, არც ასაკი. ღვინის სიყვარულთანაც კი არ აქვს კავშირი და მით უმეტეს, თავის მოვლის სიყვარულთან. თუმცა ამ ბლოგის მკითხველებს აუცილებლად გვაერთიანებს ეს უკანასკნელი.
საუკეთესო შემთხვევაში, თქვენ ღვინოც და თავის მოვლაც გიყვართ და აბა, წარმოიდგინეთ – რა შეიძლება, იყოს იმაზე საოცნებო, ვიდრე ამ ორის შერწყმით მიღებული, სასარგებლო სიამოვნება.
რა არის ვინოთერაპია?
ღვინის დამზადებისას დარჩენილი მასალისგან დამზადებული კოსმეტიკური ნაწარმი, რომელიც სიამოვნებას ისე მოგანიჭებთ, არც კი დაგათრობთ! ყურძნის წიპწის, ჩენჩოსა და ყლერტის გადამუშავება გვაძლევს ისეთ საოცარ პროდუქტებს, როგორიცაა უკვე კულინარიაშიც ფართოდ ცნობილი ყურძნის წიპწის ზეთი და სხვა მრავალი ინგრედიენტი, რომელიც საუკუნეების მანძილზე პირდაპირ ნაგავში იყრებოდა.
ვინოთერაპიული კოსმეტიკის 10 საუკეთესო თვისება:
- იცავს კანს:
მეცნიერების ნაწილის აზრით, ყურძნის შემცველობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები ერთგვარ დამცავ ბარიერს ქმნის.
- პოლიფენოლი: ნივთიერება, რომელსაც გააჩნია 3 ძირითადი თავისუფალი რადიკალის განეიტრალების უნარი. ესენია: მზე, დაბინძურება, სტრესი
- რესვერატროლი: აქტიური ნივთიერება, რომელიც ანელებს დაბერების პროცესს და ხელს უწყობს ახალი უჯრედების წარმოქმნას.
- ანტიოქსიდანტური მოქმედება:
სწორედ ამ ორი უძლიერესი ნივთიერების წყალობით, ვინოთერაპიული პროდუქცია ერთ-ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტია.
- ამცირებს ნაოჭების წარმოშობას:
მეცნიერების ნაწილის მტკიცებით, რესვერატროლი კოლაგენის წარმოშობის სტიმულატორია, რაც თავისთავად კანს ელასტიურობას მატებს.
- ამცირებს აკნეს:
გავრცელებული მითის თანახმად, ცხიმიან და აკნესკენ მიდრეკილ კანს ზეთი არ უნდა მივაკაროთ. ჰოდა, მითი მითია. გსმენიათ რაიმე ასტრინგენტი ზეთების შესახებ? ეს ის ზეთებია, რომლებსაც ტანინის მაღალი შემცველობა აქვთ. დიახ, ტანინი ის ნივთიერებაა, რომელიც ასევე კახური წესით დაყენებულ ღვინოს გამოარჩევს.
სწორედ ამიტომ, ყურძნის წიპწის ზეთი ბუნებრივი ასტრინგენტია, რომელიც წმენდს ფორებს ჩამჯდარი, მავნე ცხიმისგან, არეგულირებს კანის ბუნებრივი სებუმის გამოყოფას და უკვე თავადაც მიხვდებოდით – ამცირებს აკნეს.
- ამკვრივებს და ხელს უწყობს კანის ჯანსაღი ფერის დაბრუნებას
- მატებს კანს ბუნებრივ ბზინვარებას:
კოლაგენის გამოყოფის სტიმულაცია, ტონუსში მოყვანილი კუნთები და გამკვრივებული კანი, ცხადია, სიჯანსაღით ბზინვარებს!
- ამცირებს მზის სხივებით მიყენებულ ზიანს:
ცხადია, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ SPF აღარ უნდა გამოვიყენოთ. უბრალოდ ბუნებაში არსებობს ისეთი ინგრედიენტები, რომლებიც დამატებით დაცვას უზრუნველყოფენ. მათ შორისაა ვინოთერაპიული პროდუქცია.
- ამშვიდებს ნერვებს:
ვინოთერაპული პროდუქციის გამოყენება ამცირებს კუნთების დაჭიმულობას, რაც იდეალურია შედეგია მასაჟის პროცედურებისთვის.
- აჯანსაღებს თმას:
ზოგიერთი კვლევის თანახმად, ვინოთერაპიის რუტინულად გამოყენება დადებითად აისახება თმაზეც. კერძოდ:
- ასქელებს
- მატებს ბზინვარებას
- ამცირებს ცვენას
- ამცირებს ელექტროობას
- ხელს უწყობს ზრდას
- აუმჯობესებს განწყობას:
დაგვეთანხმებით, იმ უჩვეულოდ დაძაბულ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, საკუთარი თავის სიყვარული და თავის მოვლისთვის დათმობილი დრო განტვირთვის ერთგვარ რიტუალადაც იქცა. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ ე.წ. სახლის სპა პროექტი, რომლის ფარგლებშიც წარმოგიდგენთ პირველ ვინოთერაპიულ კოლექციას. წინ ბევრი სიახლე გვაქვს, გპირდებით!
ვინოთერაპიული პროდუქტები ჩვენი კოლექციიდან:
გლინტვეინის სხეულის სკრაბი