დაბადების დღეს გილოცავთ, ღრიანკლებო!
ყველაზე მგრძნობიარე, ინტენსიური და ეზოთერული ნიშნის პერიოდი წელს მთელი წლის შრომის ნაყოფის მიღებას და ყველაფერი ზედმეტისგან განთავისუფლებას მიეძღვნება.
წლევანდელი ჰელოუინი კუროს ნიშანში სავსე მთვარით იწყება. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდს ჯანმრთელად, დაცულად და რაც მთავარია, ჰელოუინისთვის შესაფერისად შენიღბული შეხვდეთ. ამასთანავე, მერკური რეტროგრადიდან 3 ნოემბერს გამოიღვიძებს, რაც კომუნიკაციის პლანეტისგან საწინააღმდეგო მხარეების შეთანხმებას შეუწყობს ხელს. 13 ნოემბერს, მარსი პირდაპირი სვლით წავა, რაც საქმეების დაბრკოლებების გარეშე წარმართვას და არასასურველი მოვლენების თავიდან აცილებას გაგვიადვილებს.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს – წელს, ღრიანკლის ნიშნის მთელი პერიოდის მანძილზე, ნეპტუნი – თევზების, ურანი კი კუროს რეტროგრადში დარჩება. ეს კი ნიშნავს, რომ მზად უნდა ვიყოთ გაუთვალისწინებელი მოვლენებისა და სულიერი გაურკვევლობისთვის. ეს ორი რეტროგრადი აუცილებლად უბიძგებს სამყაროს სტრუქტურული ცვლილებებისკენ.
ღრიანკალი
შემთხვევითი არაა, ჰელოუინის დღესასწაული სწორედ თქვენი დაბადების დღის სეზონმზე რომ არის. დროა, იმხიარულოთ! ისარგებლეთ სავსე მთვარის მდებარეობით კუროს ნიშანში, რაც თქვენს პირადი ცხოვრების აბრჭყვიალების მომასწავლებელია. ყველა საქმიანი დედლაინის გადატანას მშვილდოსნის სეზონზე გირჩევთ.
თავის მოვლის რჩევა: დამატებითი ბრჭყვიალება არასდროსაა ზედმეტი. მით უმეტეს, დაბადების დღის სეზონზე.
მშვილდოსანი
წელსაც, ღრიანკლის სეზონი თქვენი მძიმე შრომის მე-12 სახლს ემთხვევა. ბოლომდე დაიხარჯეთ იმაში, რასაც აკეთებთ და გააკეთეთ აუცილებლად კარგად. ერიდეთ ძალიან თამამ გადაწყვეტილებებს და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას. აკონტროლეთ ენერგია და ჯანმრთელობა ჰელოუინის სავსემთვარეობისას.
თავის მოვლის რჩევა: გაიკეთეთ ნიღაბი კვირაში ერთხელ მაინც.
თხის რქა
ამ პერიოდში სოციუმზე ზრუნვა და აქტივიზმი გაგიტაცებთ. ჰელოუინის სავსემთვარეობა თქვენი შემოქმედებითობის, მე-5 სახლს ემთხვევა, რაც უბრალოდ ზენიტში გამყოფებთ საკუთარი თავისა და გარშემომყოფების თვალში.
თავის მოვლის რჩევა: მაქსიმალურად გაინებივრეთ თავი
მერწყული
სავსე მთვარე კუროში ჰელოუინის ღამეს ახალი შანსების და იღბლის მომტანი იქნება. ეცადეთ, სწორად გამოიყენოთ მთელი ის ყურადღება, რასაც ნოემბერში დაიმსახურებთ და პირდაპირი მნიშვნელობით – არ გამოტოვოთ მომენტი.
თავის მოვლის რჩევა: რთველის სეზონზე თქვენი კანისთვის ხილის მირთმევაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებთ.
თევზები
ნოემბერი სწავლისა და მოგზაურობის ახალ საშუალებებს მოგიტანთ. ეცადეთ, მაქსიმალურად დაცულად შეხვდეთ ამ პერიოდს, რომ პანდემიამ გეგმები არ გაგიფუჭოთ. ჰელოუინის სავსემთვარეობა თქვენს შემთხვევაში გართობის მომასწავებელია.
თავის მოვლის რჩევა: მაკიაჟი კარგია, თუმცა არ დაგავიწყდეთ მის ქვეშ დამატენიანებლის გამოყენება.
ვერძი
ნოემბერი განსაკუთრებული ენერგიით დაგაჯილდოვებთ და პერიოდიც შესაბამისად აქტიური იქნება. ეცადეთ, მიღებული პოზიტივი უკან გასცეთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები 8 ნოემბრის შემდეგ მიიღოთ.
თავის მოვლის რჩევა: დალიეთ ბევრი წყალი და თქვენი კანიც რეჰიდრატანტი პროდუქტებით გაანებივრეთ.
კურო
ეს პერიოდი თქვენთვის ურთიერთობების აწყობისთვისაა ხელსაყრელი. არ აქვს მნიშვნელობა, ახალ ბიძგს ეძებთ არსებულ პარტნიორთან თუ პანდემიის დროს ემოციური კავშირი იპოვეთ სრულიად ახალ პიროვნებასთან. ღრიანკლის სეზონზე აწყობილი ურთიერთობები დროებითი არ აღმოჩნდება.
თავის მოვლის რჩევა: აბაზანის შემდეგ, დაიტენიანეთ სხეულის კანი ჩვენი ლოსიონის ბურთულებით მანამ, სანამ შეიმშრალებთ. ასე უკეთ შეიწოვება საჭირო მკვებავი ნივთიერებები.
ტყუპები
დროა, თავი თქვენს სხეულს დაუთმოთ. სავსე მთვარე ჰელოუინზე კუროს ნიშანში თქვენი სულიერების სახლში იდგება, ამიტომაც დამატებითი მიზეზები გექნებათ, რომ თავი ჯანმრთელად იგრძნოთ.
თავის მოვლის რჩევა: კარგი სკრაბინგი ხელს უწყობს კანის უჯრედების სისხლით უკეთ მომარაგებას და მკვდარი უჯრედების მოშორებას.
კირჩხიბი
დროა, მთელი თქვენი შთაგონება გამოიყენოთ. ლიდერობა თქვენი ბუნებრივი მდგომარეობაა. ამიტომაც გამორიცხულია, სავსე მთვარემ კუროს ნიშანში რაიმე ისეთი მოგიმზადოთ, რასაც თავს ვერ გაართმევთ.
თავის მოვლის რჩევა: ნიღბების ეპოქაში, თვალზე კიდევ უფრო მეტი აქცენტი კეთდება. არ დაგავიწყდეთ თვალის გარშემო ნაზი კანის დამშვიდება და რეჰიდრატაცია მკვებავის გამოყენებამდე.
ლომი
ახლა საუკეთესო დროა სახლში გასატარებლად. და ამაში არ იგულისხმება აუცილებლად ფიზიკური ადგილმდებარეობა. ეცადეთ, იყოთ იქ, სადაც თავს სახლში გრძნობთ. მოუფრთხილდით თქვენს რეპუტაციას, დანარჩენ პოზიტივს კი სავსე მთვარე მოიტანს.
თავის მოვლის რჩევა: კარგი წიგნი და სახის კანის ღრმა წმენდა საუკეთესო კომფორტს შეგიქმნით.
ქალწული
ღრიანკლის ნიშანი ქალწულებს აკაშკაშებს. ამიტომაც, თქვენი ყურადღების ცენტრში მოხვედრის დროა. მეგობრები, ოჯახის წევრები, ძმები და დები – სწორედ ისინი დაიკავებენ მთავარ ადგილს საუკეთესო შედეგების მიღწევის მხარდამჭერების როლში.
თავის მოვლის რჩევა: მერე რა, რომ ტუჩებს ისე ხშირად ვეღარ ვაჩენთ. განსაკუთრებული ადამიანებისთვის კოცნა პანდემიის დროსაც გვემეტება. ამიტომ აქტიურად დაიტენიანეთ ტუჩის კანი.
სასწორი
დაბადების დღე უკვე იზეიმეთ, ჰოდა უკვე ცხოვრების შემდეგ საფეხურზე გადასვლის დროა. ამ პერიოდში ისიამოვნებთ ციფრებსა და სტატისტიკაში ძრომიალით. გახსოვდეთ – პატარა, მაგრამ ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი დეტალების გადალაგება აუცილებელი და სასიამოვნო პროცესია.
თავის მოვლის რჩევა: გააკეთეთ ყველაფერი სტრესისგან გასათავისუფლებლად. თვალი ადევნეთ ჩვენს სიახლეებს და მალე ამისთვის მთელს რიტუალს შემოგთავაზებთ.