ინგრედიენტები

თხევადი ზურმუხტი: ავოკადოს ზეთი

თუ ჩვენს ბლოგს ადევნებ თვალს, სავარაუდოდ, უკვე შევთანხმდით, რომ ორგანული კოსმეტიკის ოქროს წესი კითხვის სახით ფორმულირდება “რასაც სხეულზე ისვამ, იჭმევა?!“ სწორედ ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ვაგრძელებთ #ინგრედიენტიფოკუსში სერიას და ბუნების გემრიელ საჩუქარს გაგაცნობთ. ვაღიაროთ, 21-ე საუკუნეში ტრენდები ვრცელდება არა მხოლოდ მოდაში და თავის მოვლაში, არამედ კვების ინდუსტრიაშიც. ავოკადოს ნამდვილი ჰაიპი წლებია მიმდინარეობს და თუ მის თვისებებს და შემადგენელ კომპონენტებს ჩავუღრმავდებით, გასაკვირიც არაფერია. ავოკადო ომეგა-3-ით და ვიტამინების A,D,E კომპლექტითაა მდიდარი.

ა) ის საუკეთესო დამატენიანებელია: ვიტამინ E-სთან ერთად, შეიცავს მიკროელემენტ პოტასიუმს, რომელიც იმ 7 ძირითადი მაკრო-მინერალის ჩამონათვალში შედის, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. ეპიდერმისი, კანის გარეგანი ფენა, ადვილად ითვისებს ამ სასარგებლო ვიტამინებს და მინერალებს და საგრძნობლად უმჯობესდება ვიზუალი. ბ) ავოკადოს ზეთი გამოიყენება ფსორიაზის, ეკზემას და კანის გაღიზიანებადობის სხვადასხვა ფორმებისას. გამომდინარე აქტიური ანტიოქსიდანტური ფორმულიდან, ის ადვილად ამშვიდებს გაღიზიანებულ, გამომშრალ და აქერცვლად კანსაც კი. შესაბამისად, ავოკადოს ხშირად ნახავთ მზის შემდგომი მოვლის ხაზებში და კაშკაში ამ მხრივაც განებივრებთ. არ დაგავიწყდეთ, თუ რომელიმე დაავადების მკურნალობის პროცესში ხართ და ნატურალური ცხიმების ინტეგრირებას აპირებთ რუტინაში, აუცილებელია გაიკეთოთ პაჩ-ტესტი კანის მცირე უბანზე, რომ კომპონენტისადმი ალერგიულობა გამოიკვლიოთ. გ) 2013 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ცხიმოვანი მჟავები, რომელიც ავოკადოს ზეთშია, ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, შესაბამისად, წარმოშობს დამაკავშირებელ ქსოვილებს და რეკომენდებულია მისი გამოყენება შრამების და ნაწიბურების მკურნალობის პროცესში. დ) ბოლოსთვის, ყველაზე ტკბილი ლუკმა შემოვინახეთ. ავოკადო ანტი-ასაკობრივი მოქმედებისაა. სასარგებლო ცხიმების შინაგანი მოხმარების პარალელურად, მისი გარეგანი “დახმარებისას” იმატებს კანის ელასტიურობის დონე, რაც ბუნებრივად აფერხებს დაბერების პროცესს.

თუ ბლოგის დასაწყისში ავოკადოს ადგილს მხოლოდ ტოსტზე ან გუაკამოლეში ხედავდი, დარწმუნებული ვართ, რომ ცოტათი მაინც შეიცვალე აზრი და ამ სასარგებლო ზეთის რუტინაში ჩასმაზე დაფიქრდი. აირჩიე ის პროდუქტი, რომლითაც გსურს დაიწყო ამ თხევადი ზურმუხტის საუკეთესო თვისებების გამოყენება.

ავოკადოს ზეთის შემცველი კაშკაშა პროდუქტები: 

 

Related Posts