ინგრედიენტები

შიის კარაქი: მზა კრემი ბუნებისგან

დიახ – ამ A ვიტამინის, იმავე რეტინოლის – კრემის მწარმოებელი არც მეტი, არც ნაკლები – დედა-ბუნებაა. კარიტეს კარაქის დადებითი თვისებების ჩამონათვალი ალბათ, ამ ბლოგში ვერ დაეტევა

თუმცა ნამდვილად ღირს, ვიცოდეთ, რომ ეს ჯადოსნური ინგრედიენტი ღრმად კვებავს და ატენიანებს კანს, მიჩნეულია ბუნებრივ დამცავად მზის სხივების მავნე ზემოქმედებისგან და ცნობილია, როგორც შრამებისა და სტრიების ვიზუალურად გამაუფერულებელი.

კარიტეს კარაქი მოიპოვება კარიტეს ხის (წარმოშობა: განა) ნაყოფის – შიის თხილის დუღილით წყალში მანამ, სანამ ცხიმი გამოყოფას არ დაიწყებს. ამ ურთულეს სამუშაოს, ტრადიციულად, ქალები ასრულებენ. კარაქი დნება სხეულის ტემპერატურაზე და მარტივად იწოვება კანის ზედაპირულ შრეებში.

თუმცა აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ინგრედიენტის ყველა ტიპს არ გააჩნია ხსენებული დადებითი თვისებები. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის არარაფინირებულ კარიტეს კარაქს, რითაც უზრუნველვყოფთ ჩვენი პროდუქტის ამ ჯადოსნული აფრიკული ნაყოფის საუკეთესო თვისებებით გამდიდრებას.

გადახედე ჩვენს პროდუქტებს, რომლებიც შეიცავს კარიტეს კარაქს და თავად დარწმუნდი – ის მართლაც განუმეორებელია!

ორგანული კარიტეს კარაქის შემცველი პროდუქტები: 

   

Related Posts