ზოგადი წესები
თქვენ აცხადებთ, რომ ხართ სულ მცირე 18 წლის ან ვებგვერდს სტუმრობთ მშობლის ან კანონიერი მეურვის თანდასწრებით, იმ წესების დაცვით, რასაც საქართველოს ან სხვა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს.
გთხოვთ, სანამ ჩვენი მომსახურებით ისარგებლებთ, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე „წესები და პირობები“ და დარწმუნდეთ, რომ გესმით მისი შინაარსი. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი მომსახურების მიღება გულისხმობს ამ „წესებსა და პირობებზე“ თანხმობას. თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ „წესებსა და პირობებს“, მაშინ არ გაქვთ უფლება, რომ ჩვენი მომსახურებით ისარგებლოთ. თუ გააგრძელებთ www.kashkash.ge ან/და www.kashkash.me-ს მოხმარებას ან შეუკვეთავთ ნებისმიერ პროდუქციას ჩვენთვის ეს იქნება „წესებსა და პირობებზე“ თანხმობის ტოლფასი.
აღნიშნული „წესებისა და პირობების“ გათვალისწინებით, გენიჭებათ შეზღუდული, გაუქმებადი, არაგადაცემადი და არაექსკლუზიური ლიცენზია, რომ გამოიყენოთ ვებგვერდი პროდუქციის მხოლოდ პირადი მიზნით შეძენისთვის. დაუშვებელია, ჩვენი წინასწარი თანხმობის გარეშე გამოიყენოთ ვებგვერდი თქვენი ან მესამე პირის კომერციული მიზნებისთვის. თქვენი მხრიდან ნებისმიერი პირობის დარღვევა გამოიწვევს თქვენთვის ზემოხსენებული ლიცენზიის გაუქმებას ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე.
გარდა ზემოხსენებული შემთხვევისა, არ გაქვთ უფლება გაამრავლოთ, აწარმოოთ, განახორციელოთ დისტრიბუცია, გაყიდოთ, გააქირავოთ, გადასცეთ, გამოიყენოთ ნიმუშად, თარგმნოთ, შეცვალოთ, გადაამუშაოთ, დაშალოთ, შეადგინოთ ან სხვაგვარად გამოიყენოთ აღნიშნული ვებგვერდი ან მისი რომელიმე ნაწილი, თუ არ გაქვთ ჩვენგან წერილობითი ფორმით მიღებული წინასწარი თანხმობა. არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია კომერციული ან სხვა საქმიანობისათვის მოგების მიღების მიზნით, თუ ნებადართული არ იქნება ჩვენი მხრიდან. ვიტოვებთ უფლებას, უარი განვაცხადოთ მომსახურების გაწევაზე, გავაუქმოთ თქვენი ანგარიში, და/ან გავაუქმოთ შეკვეთა, რაც მოიცავს, მაგრამ არ იზღუდება იმ მითითებით, რომ მომხმარებელმა დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა/ან სხვა რელევანტური კანონმდებლობა ან მისი ქმედება ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს.
თქვენ არ გაქვთ უფლება, რომელიმე საიტზე ატვირთოთ, გაავრცელოთ, ან სხვა გზით გამოაქვეყნოთ ვებგვერდზე ისეთი შემადგენლობა, ინფორმაცია ან სხვა მასალა რომელიც: ა) არღევევს ან ზღუდავს საავტორო, პატენტების, სასაქონლო ნიშნების, მომსახურების ნიშნების, კომერციული საიდუმლოების ან ნებისმიერი პირის საკუთრების უფლებას; ბ) არის ცილისმწამებლური, მუქარის შემცველი, დისკრედიტირებადი, უხამსი, შეურაცხმყოფელი, პორნოგრაფიული ან შეიძლება გამოიწვიოს სამოქალაქო ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს ან საერთაშორისო სამართლის თანახმად; ან გ) შეიცავს შეცდომებს, ვირუსებს, მახეებს, Worm-სა და Trojan Horses-ს ან სხვა საზიანო კოდებსა და საკუთრებას.
ვებგვერდის გამოყენებისა და იდენტიფიცირებისათვის მომხმარებელს მიენიჭება პაროლი და ანგარიში. პაროლისა ან საიდენტიფიკაციოს გამოყენებისას, ყოველ ჯერზე მოგეთხოვებათ, რომ გაიაროთ ავტორიზაცია და დაიცვათ აღნიშნული „წესები და პირობები“. ამასთანავე, ჩვენ არ გვაკისრია ვალდებულება, რომ გამოვიძიოთ ავტორიზაციის პროცესი ან მისი წყარო.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის მინიჭებული პაროლითა და საიდენტიფიკაციო მონაცემებით, ნებისმიერი სხვა მომხმარებელი გაივლის სისტემაში ავტორიზაციას და მიიღებს KÁSHKASH-ის სერვისს, ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ თქვენ გეკისრებათ, მიუხედავად იმისა, ეს პირი ავტორიზებული იყო თქვენ მიერ, თუ არა. ამასთან შესვლა/მოხმარება გულისხმობს შეუზღუდავად ყოველგვარ კომუნიკაციას/გადაცემას/ოპერაციას/ვალდებულებას (ეს ასევე მოიცავს ფინანსურ ვალდებულებებსაც), რომელიც განხორციელდა გვერდზე ამგვარი შესვლით ან გამოყენებით.
მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ დაიცვათ თქვენი ანგარიშის უსაფრთხოება, პაროლისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების კონფიდენციალურობა. იმ შემთხვევაში, თუ შეიტყვეთ თქვენს ანგარიშზე თქვენი პაროლისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების არაავტორიზებული გამოყენების შესახებ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ, უსაფრთხოების დარღვევის ან სხვა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
იმისათვის, რომ განახორციელოთ ვებგვერდის მეშვეობით პროდუქციის ყიდვა, აუცილებელია თქვენი ზუსტი პირადი მონაცემები. კონკრეტულად კი, უნდა მოგვაწოდოთ, თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტა და სხვა ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისად. ამასთანავე, მოგეთხოვებათ წარმოადგინოთ ინფორმაცია გადახდის დეტალების შესახებ, რაზეც აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ ის არის მოქმედი, სწორი და ბრძანდებით პიროვნება, რომელიც მითითებულია ინვოისის მისამართში.
ამასთან შესვლა/მოხმარება გულისხმობს შეუზღუდავად ყოველგვარ კომუნიკაციას/გადაცემას/ოპერაციას/ვალდებულებას (ეს ასევე მოიცავს ფინანსურ ვალდებულებებსაც), რომელიც განხორციელდა გვერდზე ამგვარი შესვლით ან გამოყენებით. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ დაიცვათ თქვენი ანგარიშის უსაფრთხოება, პაროლისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების კონფიდენციალურობა. იმ შემთხვევაში, თუ შეიტყვეთ თქვენს ანგარიშზე თქვენი პაროლისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების არაავტორიზებული გამოყენების შესახებ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ, უსაფრთხოების დარღვევის ან სხვა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. იმისათვის, რომ განახორციელოთ ვებგვერდის მეშვეობით პროდუქციის ყიდვა, აუცილებელია თქვენი ზუსტი პირადი მონაცემები. კონკრეტულად კი, უნდა მოგვაწოდოთ, თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტა და სხვა ინფორმაცია მოთხოვნის შესაბამისად. ამასთანავე, მოგეთხოვებათ წარმოადგინოთ ინფორმაცია გადახდის დეტალების შესახებ, რაზეც აცხადებთ და იძლევით გარანტიას, რომ ის არის მოქმედი, სწორი და ბრძანდებით პიროვნება, რომელიც მითითებულია ინვოისის მისამართში. ვებგვერდის ან ელფოსტის მეშვეობით ჩვენთან დაკავშირების დროს, ავტომატურად აცხადებთ თანხმობას ელექტორონული ფორმით კომუნიკაციაზე. თქვენთან ვაწარმოებთ კომუნიკაციას ელექტრონულად ელფოსტის მეშვეობით, ვებგვერდზე შეტყობინების განთავსებით ან სხვა საშუალების გამოყენებით. თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ ყველა შეთანხმება, შეტყობინება, ინფორმაციის გამჟღავნება და სხვა სახის კომუნიკაცია, რომელსაც ელექტრონულად გაწვდით აკმაყოფილებს ყველა იმ სამართლებრივ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც ეს კომუნიკაცია ითვლება წერილობითი ფორმით განხორციელებულად.
პროდუქცია
პროდუქციის სურათები, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე არის მხოლოდ საილუსტრაციო ხასიათის. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ, ფერები იყოს ზუსტად ასახული, არ შეგვიძლია მოგცეთ გარანტია, რომ თქვენი კომპიუტერის ეკრანზე გამოსახულება ასახავს პროდუქციის რეალურ ფერს.
მიმოხილვა
გარდა აღნიშნული „წესებისა და პირობების“ ან ვებგვერდზე სხვაგვარად გათვალისწინებული შემთხვევისა, ნებისმიერი რამ, რასაც ვებგვერდზე წარმოადგენთ, დაწერთ ან სხვაგვარად მოგვაწოდებთ, რაც მოიცავს, მაგრამ არ იზღუდება: იდეებით, ნოუ ჰაუთი, ტექნიკით, კითხვებით, მიმოხილვით, კომენტარებითა და შეთავაზებებით (ერთად წოდებული, როგორც „წარდგინებები“) ჩაითვლება, როგორც არაკონფიდენციალური და არა საკუთრებაში არსებული წარდგინება, რომლის მიმართაც კომპანიას ექნება ჰონორარისგან უფასო, მსოფლიო, მუდმივი, შეუქცევადი და გადაცემადი უფლება გამოყენების, კოპირების, გავრცელების, გამოქვეყნების, დაბეჭვდის, წარდგენის, გაყიდვის, გაქირავების, გადაბარების, ადაპტირების, შეცვლის, ნიმუშად გამოყენების ნებისმიერი ფორმითა და საშუალებით, თარგმნის, მოდიფიცირების, გაშიფვრის, დაშლის ან დეკომპილაციის. ნებისმიერი წარდგინება ავტომატურად ხდება ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენი საკუთრება და აღარ დაგიბრუნდებათ თქვენ.
ამასთან, გარდა წარდგინებებთან დაკავშირებული უფლებებისა, როდესაც ვებგვერდზე წერთ მიმოხილვას, ამით გვანიჭებთ უფლებას, რომ გამოვიყენოთ თქვენი სახელი გამოქვეყნებისას, რაც ეხება მიმოხილვას ან სხვა შემადგენლობას. აცხადებთ და გარანტიას იძლევით, რომ თქვენ ფლობთ ან სხვაგვარად აკონტროლებთ ყველა უფლებას, რომელიც ეხება მიმოხილვას ან სხვა შემადგენლობას, რომელსაც აქვეყნებთ ვებგვერდზე და რომ ამ მიმოხილვისა და შემადგენლობის გამოყენება ჩვენ მიერ არ შეზღუდავს ანდა არ დაარღვევს სხვა მესამე პირის უფლებებს. თქვენ არ უნდა გამოიყენოთ ყალბი ელფოსტა, არ უნდა გააცხადოთ, რომ ხართ სხვა პირი გარდა საკუთარი თავისა ან სხვაგვარად შეცდომაში შეგვიყვანოთ ჩვენ ან მესამე მხარე ნებისმიერი სახის მიმოხილვის ან შემადგენლობის გამოქვეყნებისას. ვიტოვებთ, უფლებას, მაგრამ არ ვართ ვალდებულები, რომ წავშალოთ ან შევცვალოთ წარდგინება (მიმოხილვის ჩათვლით) ნებისმიერი მიზეზით.
ინტელექტუალური საკუთრება
ყველა ტექსტი, გრაფიკა, ღილაკის გამოსახულება, სხვა გამოსახულება, აუდიო/ვიდეო კლიპი და პროგრამა (ერთად წოდებული, როგორც „შემადგენლობა“), ექსკლუზიურად ეკუთვნის კომპანია „კაშკაშს“ (შპს. ზეტა ს/კ 405142395) ან მასთან დაკავშირებულ კომპანიებს. ნებისმიერი შემადგენლობის შეგროვება, მოწყობა და გაერთიანება, რომელიც განთავსებულია ამ ვებგვერდზე („კრებული“), არის კომპანიის საკუთრება ან მასთან დაკავშირებული კომპანიების ან პროგრამის მომწოდებლების. შემადგენლობა, კრებული და პროგრამა, სამივე დაცულია საქართველოს და საერთაშორისო ინტელექტუალური სამართლის კანონმდებლობის თანახმად. შპს „ზეტა“ და www.kashkash.ge / www.kashkash.me და სხვა ლოგო, ლოგოს დიზაინი, აღწერა, სლოგანი, სავაჭრო სახელი ან სიტყვა დარეგისტრირებულია, როგორც სავაჭრო ნიშანი, კომპანიის ან მისი მომსახურების მომწოდებლის, მასთან დაკავშირებული კომპანიის, მომწოდებლის ან მესამე მხარის მიერ. ჩვენი სავაჭრო ან მომსახურების ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება, ჩვენი წერილობითი ფორმით გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე, მკაცრად აკრძალულია. თქვენ არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ ჩვენი სავაჭრო ნიშანი ან მომსახურების ნიშანი ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა. თქვენ არ გაქვთ უფლება, გამოიყენოთ ჩვენი სასაქონლო ან მომსახურების ნიშანი იმგვარად, რომ დაამციროთ ან შეურაცხყოფა მიაყენოთ ჩვენს რეპუტაციას.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
გთხოვთ, გადახედოთ, ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას, რომელიც ვებგვერდის მოხმარების წესებსაც არეგულირებს.
დაკარგვის რისკი
ჩვენ არ ვიღებთ დაკარგვის რისკს საკუთარ თავზე, მანამ სანამ, დაბრუნებული ნივთი არ იქნება ჩვენი შესრულების ცენტრის ტერიტორიაზე.
ხელშეკრულების შეწყვეტა და მოსალოდნელი შედეგები
გარდა სხვა იურიდიული და სამართლებრივი საშუალებებისა, უფლებას ვიტოვებთ, რომ წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაუყოვნებლივ შევწყვიტოთ ხელშეკრულება ან გავაუქმოთ ნებისმიერი უფლება, რომელიც მოგენიჭათ აღნიშნული ხელშეკურლების საფუძველზე. ხელშეკრულების გაუქმებისას, დაუყოვნებლივ დაკარგავთ ყველა სახის წვდომას ვებგვერდზე, ასევე გაგიუქმდებათ პაროლი და საიდენტიფიკაციო მონაცემები. იმ ანგარიშზე, რომელიც თქვენს სახელზე შეიქმნა, შეეზღუდება ვებგვერდის მოხმარების უფლება მთლიანად ან ნაწილობრივ. ამ ხელშეკრულების ნებისმიერი სახით შეწყვეტა არ იქონიებს გავლენას ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებულ მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებზე (რომელიც მოიცავს, მაგრამ არ იზღუდება, ფულადი ვალდებულებებით).
ბეჭდვითი შეცდომები
იმ შემთხვევაში, თუ ვებგვერდზე განთავსებული პროდუქცია მოცემულია არასწორი ფასით ან ინფორმაციით, რაც გამოწვეულია ბეჭდვითი შეცდომით ან მომწოდებლის მიერ მოწოდებული არასწორი ინფორმაციით, ვიტოვებთ, უფლებას, რომ ამ შემთხვევაში უარი ვთქვათ ან შევაჩეროთ შეკვეთა. ამ უფლებას ვიტოვებთ მაშინაც კი, როცა შეკვეთა დადასტურებულია ან გადახდა განხორციელებულია.
ბმულები
www.kashkash.ge / www.kashkash.me შეიძლება შეიცავდეს ბმულებს სხვა ვებგვერდებთან დასაკავშირებლად, რომლებიც ეკუთვნის და ოპერირებს სხვა კომპანიების ან პირების მიერ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ “კაშკაში” არ არის პასუხისმგებელი სხვა ვებგვერდების შემადგენლობასა და ფუნქციონირებაზე.
სამართლებრივი დაცვის საშუალებები
თანხმობას აცხადებთ, რომ გამოვიყენებთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივი დაცვის ყოველგვარ საშუალებას, ხელშეკრულების დარღვევისათვის. ამასთან, ყველა ხარჯი, რასაც კომპანია გასწევს, მათ შორის ადვოკატის ხარჯი, დაიფარება ხელშეკრულების დამრღვევის მიერ. კომპანია, იტოვებს უფლებას, რომ თავად გადაწყვიტოს სამართლებრივი დაცვის ფორმის არჩევა.ამასთანავე, ერთეულ შემთხვევაში, საკუთარი ნებით, სამართლებრივი დაცვის საშუალებაზე უარის თქმა, არ არის საფუძველი იმისა, რომ სხვა მსგავს დარღვევაზე კომპანიამ უარი განაცხადოს ამ მექანიზმის გამოყენებაზე.
მოქმედი კანონმდებლობა
აცნობიერებთ, რომ ამ ვებგვერდის მოხმარებაზე ვრცელდება საქართველოს ყველა რელევანტური სამართლებრივი აქტი, ინტერესთა კონფლიქტის პრინციპების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის დავა წარმოიქმნება ვებგვერდის მომხმარებელსა და კომპანიას შორის.
დავები
ნებისმიერი დავა ან საჩივარი, რომელიც რაიმე სახით ეხება ვებგვერდს, პროდუქტს ან მომსახურებას გაყიდულს/მიწოდებულს ჩვენ მიერ ან www.kashkash.ge / www.kashkash.me -ის მეშვეობით გადაწყდება საქართველოს სასამართლოს მიერ.
გარდამავალი დებულებები
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პუნქტი გახდება ბათილი, ძალადაკარგული ან ნებისმიერი მიზეზით აღუსრულებელი, მხოლოდ ის პუნქტი ჩაითვლება ძალადაკარგულად და ეს არ მოახდენს გავლენას ამ წესებისა და პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობასა და აღსრულებაზე.
მისამართი
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ნებისმიერი კითხვა და კომენტარი (რაც ასევე მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის შეტყობინებას) www.kashkash.ge / www.kashkash.me -ს ვებგვერდთან დაკავშირებით შემდეგ მისამართზე: საქართველო, თბილისი, ფალიაშვილის ქ. 80ა