KÁSHKASH [Georgian: კაშკაშ] – წმინდა, დაუჩრდილავი სხივების გამოცემა, ძლიერი ბრწყინვა, ელვარება.
01. ვინ ვართ
გვწამს, რომ მზე ყოველ ჩვენგანში ცოცხლობს და ყოველთვის, როდესაც შინაგანი სხივი გვაკაშკაშებს, ჩვენ ვქმნით მშვენიერებას.
ჩვენ ვართ თბილისში დაფუძნებული ფორმულატორი ოსტატების გუნდი. საქართველოს ფლორის საოცრებებისა და კოსმეტიკური წარმოების თანამედროვე მეთოდების შერწყმის იდეა – სწორედ ესაა ჩვენი მთავარი მამოძრავებელი.
გვწამს, რომ მზე ყოველ ჩვენგანში ცოცხლობს და ყოველთვის, როდესაც შინაგანი სხივი გვაკაშკაშებს, ჩვენ ვქმნით მშვენიერებას.
ჩვენ არ გვაქვს სახელი, ასაკი, ეროვნება, ან სქესი.
ჩვენ ვართ კაშკაში.
02. ჩვენი ამბავი
ყველაფერი დაბადების დღეზე საჩუქრად მიღებული ეთერზეთების პატარა ნაკრებით დაიწყო.
ქეთო, კაშკაშის თანადამფუძნებელი, ძალიან გაერთო ახალი ფორმულების გამოგონებით და სწორედ ამ დროს – სრულიად შემთხვევით – თავისი დიდი ბებიის, მანის ფორმულებით სავსე რვეული აღმოაჩინა.
დიახ – ეს ნიშანი იყო. როგორც აღმოჩნდა, მანი 70 წლის წინ სახელგანთქმული იყო თავისი კოსმეტიკური ფორმულებით. ქეთომ მოსინჯა ფორმულები და შედეგი მართლაც საოცარი აღმოჩნდა. ამის შემდეგ, მან გაიარა კოსმეტიკის ფორმულატორების საერთაშორისო აკრედიტებული სადიპლომო კურსი და მანის რეცეპტები ბუნებრივი კოსმეტიკის გლობალურ სტანდარტებს მოარგო, რითაც მთლიანად ვეგეტარიანულ ფორმულებად აქცია.
ასე დაიბადა კაშკაში. მანის 70 წლის ტყავის გარეკანიანი რვეული და მისი ნაქონი მექანიკური სასწორი ბიზნესის წარმატების სიმბოლოებად იქცნენ. პირველი კოლექცია, Maniii by KÁSHKASH 2018 წლის ივლისში, დიდი ბებიის პატივსაცემად გამოვიდა და მას შემდეგ კაშკაშის კოლექცია მუდმივად განახლებადია
ქეთო გიორგობიანი
თანადამფუძნებელი03. ჩვენი დამფუძნებელი
ქეთომ კაშკაში თავის მეგობართან და პარტნიორთან ერთად დააფუძნა. მათი მიზანი საქართველოს გლობალურ ბაზარზე სრულიად ახლებური გზით წარმოჩენა იყო. მათ საკუთარი გამოცდილებით იცოდნენ, რა სჭირდება დატვირთული გრაფიკის მქონე მომხმარებელს. სწორედ ამიტომ დაიწყეს მულტიფუნქციური პროდუქტების შექმნა, რომელიც ურბანული სტილით მცხოვრები მომხმარებლების თავის მოვლის ხანმოკლე რუტინას სასიამოვნო რიტუალად გადააქცევდა.
04. ჩვენი ხედვა
გავხდეთ მაღალი ხარისხის ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებელი პირველი ქართული ბრენდი, რომელიც გლობალურ ბაზარზე გაიყიდება.
05. ჩვენი მისია
შევქმნათ, ვაწარმოოთ და ხელმისაწვდომი გავხადოთ ბუნებრივი, მაღალი ხარისხის პროდუქტები უნიკალური ფორმულებით.
ჩვენ გვწამს, რომ ყოველ ჩვენგანში იმალება შინაგანი სხივი.
ჩვენი საქმე მისი გამოაშკარავებაა.
ჩვენ გვწამს, რომ ბუნება მძლავრი ლაბორატორიაა, რომელიც საუკეთესო ნედლეულით გვამარაგებს.
06. ჩვენი ფორმულების ფილოსოფია
ჩვენ არ ვცვლით თქვენს კანს — ჩვენ ვასწავლით მას პრობლემების დაძლევას. ბუნება კი ამ პროცესში საუკეთესო დამხმარეა.
ჩვენი ფორმულები სასარგებლოა კანისთვის და არ აზიანებს გარემოს. ვიყენებთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მცენარეულ ზეთებს, ეთერზეთებს, აქტიურ ნივთიერებებსა და ფუტკრის ცვილს ადგილობრივი მეურნეობიდან (და ძალიან ბევრ სერტიფიცირებულ ორგანულ ინგრედიენტებს).
ჩვენ გვწამს საკუთარი თავის სიყვარულის, ამიტომაც მიზნად დავისახეთ თქვენი ყოველდღიური რუტინის სხეულისა და გონების მაცოცხლებელ რიტუალად ქცევა.