Შეიყვარე საკუთარი თავი – ეს ფრაზა მრავლისმომცველია, საჭირო და სათქმელად საკმაოდ მარტივიც კი, თუმცა, რეალურად, იზრუნო საკუთარ თავზე და მიიღო ის ზუსტად ისეთი, როგორიც არის – როგორც წესი რთულია, ზოგჯერ კი ძალიან რთული.
კაშკაში (KÁSHKASH) თბილისში დაფუძნებული ფორმულატორი ოსტატების გუნდია, რომელიც საქართველოს ფლორის საოცრებებისა და კოსმეტიკური წარმოების თანამედროვე მეთოდების შერწყმით მშვენიერებას ქმნის.
Ზუსტად აქ იმალება საკუთარი თავის სიყვარულისა და მასზე ზრუნვის მთავარი გასაღებიც – მშვენიერებას არ აქვს სახელი, ასაკი, ეროვნება ან სქესი. მშვენიერებაა, როდესაც შინაგანი სხივები კაშკაშებენ და სიცოცხლეს ზეიმობენ.
ამ ფილოსოფიით, კაშკაში (KÁSHKASH) უკვე 5 წელია უმაღლესი ხარისხის მცენარეული ზეთებით, ეთერზეთებითა და აქტიური ნივთიერებებით კანისთვის სასარგებლო ფორმულებს ქმნის, რამაც თავის მოვლის ყოველდღიური რუტინა სხეულისა და გონების მაცოცხლებელ რიტუალად აქცია.
ამ რიტუალს არც თუ ისე ცოტა საფეხური აქვს, თუმცა მიმდინარე ბლოგში რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ – მოგიყვებით თუ როგორ უნდა დავიწყოთ და შემდეგ უკვე ვისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული.
Საფეხური #1 – იამაყე შენი მიღწევებით
დილა ყველა ჩვენგანისთვის განსხვავებული შეგრძნებების მომტანია, ზოგისთვის ძალიან ადრე იწყება, ზოგს კი მაშინ ურჩევნია მზის სხივებთან შეგებება, როდესაც ქალაქი უკვე ცხოვრებისეულ ხმაურში ეხვევა. თუმცა, ის, რაც ყველას, ყოველ დილით გვჭირდება, მამოტივირებელი ენერგიით დამუხტვაა. Მოტივაციის ბევრი წყარო არსებობს, მაგრამ საკუთარ თავზე უკეთ ვერავინ მოგცემს შემართებას. Რატომ? – იმიტომ, რომ შენზე უკეთ არავინ იცის, რამდენი სირთულე გამოგივლია, რამდენჯერ გიფიქრია, რომ ვეღარ გაუძლებდი, მაგრამ წელში გამართულხარ და დაბრკოლებები ამაყად გადაგილახავს.
ეს ნამდვილად არ იყო მარტივი და ამ გზაზე შეიძლება ხშირად არც ღიმილით გასაჩუქრებდა ცხოვრება, მაგრამ მთავარია რომ ახლა აქ ხარ, სარკეში საკუთარ თავს უყურებ და ხედავ, რომ შენ ეს გამოგივიდა – გუშინწინაც, გუშინაც და დღესაც გამოგივა.
Რაც არ უნდა იყოს შენი დღის გეგმა – ხომ იცი, შენზე უკეთ ამას ვერავინ გაუძღვება.
თუმცა, ცხოვრებისეული გამოწვევები თავიანთ კვალს მუდმივად ტოვებენ ჩვენს სახის კანზე, ამიტომ საკუთარი მიღწევების გახსენებისას შეგიძლია ტუჩის და თვალის გამწმენდი ზეთი გამოიყენო. სპეციალური ფორმულა ნაზად ასუფთავებს სახის კანს, ატენიანებს და კვებავს მას საუკეთესო ინგრედიენტებით. შეიცავს ძვირფას ზეთებსა და მცენარეულ ექსტრაქტებს, როგორც კანის დასამშვიდებლად, ასევე ფორების ღრმად გასაწმენდად.

ეს საკუთარ თავთან დაწყებული დიალოგის პირველი ნაბიჯი იქნება, დანარჩენი თავად უნდა განაგრძო და შენივე თავს მოუყვე, რომ შენ იმსახურებ ბედნიერებას!
საფეხური #2 – ანათე
Საკუთარ თავთან დილის სარკის დიალოგისა და დღის შემართებით დაწყების შემდეგ, მნიშვნელოვანია, შეინარჩუნო მამოტივირებელი სვლა.
Შეიძლება ყოველდღიური რუტინა ძალიან დატვირთული გქონდეს და ეს კიდევ უფრო მეტ მიზეზს გაძლევდეს იმისთვის, რომ ცოტა ხნით მაინც ჩააქრო შენში არსებული მშვენიერება. ან შეიძლება ცხოვრების ამ ეტაპზე შედარებით მშვიდ და აუჩქარებელ ტემპს ირჩევდე, მაგრამ გარემო ფაქტორებმა და შენ გარშემო მიმდინარე მოვლენებმა დაგასევდიანოს – ეს არ უნდა დაუშვა, ან თუ დაუშვებ, მალევე გამოასწორო.
Როგორც კი მიხვდები, რომ შენი ღიმილი, სიკაშკაშე და მზის სინათლე სადღაც ქრება, სხვა მზე – მულტიფუნქციური ლუმინაიზერი გამოიყენე. თავისი დამატენიანებელი ფორმულით, მბზინავი, კრემოვანი ტექსტურა ხანგრძლივ, ელვარე ეფექტს უზრუნველყოფს და ყოველდღიურად სახისა და ტანის სხვადასხვა ნაწილების აქცენტირებაში ნამდვილად დაგეხმარება. Წაისვი ღაწვებზე, თვალის შიდა კუთხეებში, ცხვირზე, წარბთან, ტუჩის ზემოთ, ნიკაპზე ან სხვა ადგილას, რომლის ამონათებაც გსურს და ასე უბრალოდ, ამაყად იკაშკაშე!

Საფეხური #3 – გაუღიმე საკუთარ თავს
Მზის ჩასვლა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და აღმაფრთოვანებელი მომენტია, რითაც ბუნებამ დაგვასაჩუქრა, მაგრამ ზოგჯერ, სინათლის დღიური დოზის შემცირებასთან ერთად, ჩვენი თავდაჯერებულობაც იჩრდილება.
Საქმე, პასუხისმგებლობები ან დაღლა – რამ აღარ შეიძლება გამოიწვიოს შენში ღიმილის მშვენიერებაზე უარის თქმა, თუმცა, ასეთ დროს, ტუჩსაცხი ალისფერი მზე უნდა წაისვა და დაუმტკიცო საკუთარ თავს, რომ შენი უნიკალურობა დღის არცერთ მონაკვეთში გაქრება.
ხანგრძლივი, კრემოვანი ეფექტის მქონე ბუნებრივი ტუჩსაცხი ატენიანებს ტუჩებს და ტოვებს ხავერდოვან შეგრძნებას. დღის დასასრულისკენ წაყვანა ახლა უკვე შენზე იქნება – გაუღიმე საკუთარ თავს!

Საფეხური #4 – მოიპოვე სიმშვიდე
ახლა კი განიტვირთე, დაუთმე დრო საკუთარ თავს და თვალი გადაავლე – როგორი დღე გქონდა. Შეიძლება ძალიან კარგი ან შეიძლება არც თუ ისე მშვიდი და სასიამოვნო, მაგრამ ძილის წინ გონების მოდუნებასთან ერთად, სხეულს და კანსაც სჭირდება თერაპია.
ცხელი შხაპისა და საკუთარ თავთან დიალოგის მეგზურის როლს, დღის ბოლოს, კაშკაშის ქართული ვინოთერაპიის ხაზი შეითავსებს. გლინტვეინის ვინოთერაპიულ სხეულის სკრაბში, ყურძნის წიპწის ზეთის უძლიერესი ანტიოქსიდანტებით გამდიდრებული ნაზი ექსფოლიატორი წმენდს ფორებს, არბილებს და კვებავს კანს. Აქვს უნიკალური არომატი, რომელიც განმტვირთავ ეფექტს ახდენს გონებაზე და ნაზ შლეიფად დაყვება კანს. დარიჩინის, მიხაკისა და ანისის ვარკსვლავის ასტრინგენტული თვისებები აძლიერებს სკრაბის ანტი-აკნე მოქმედებას.

Რაც შეეხება გლინტვეინის ვინოთერაპიული მასაჟის ზეთს, ამ პროდუქტში ტანინის მაღალი შემცველობა უზრუნველყოფს კანის გათანაბრებულ ტექსტურასა და ფერს; ამავდროულად, აფერხებს დაბერების პროცესსაც.

ქართული ვინოთერაპიის ხაზის კიდევ ერთი გამორჩეული პროდუქტი გლინტვეინის მულტიფუნქციური ექსფოლიანტი სახის სკრაბია, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მაკიაჟის მოსაშორებლად, ასევე აქვს მკვებავი ნიღბის ფუნქციაც.

ცოტაც და ეს დღეც მიილევა, რომელიც შეიძლებოდა ჩვეულებრივი ცხოვრებისეული რუტინული თავი ყოფილიყო, მაგრამ, საკუთარ თავთან ჰარმონიის პოვნამ, ნამდვილად უკეთესი გახადა.
Როგორც ამ ბლოგის დასაწყისში, Საკუთარი თავის სიყვარული, ბლოგის დასასრულშიც რჩება არც თუ ისე მარტივ გამოწვევად, მაგრამ რაც მარტივი არ არის, იმას ყოველდღიური პრაქტიკითა და მცდელობებით ვსწავლობთ; მერე მიღებული შედეგით დატკბობაც შეგვიძლია.
ასეა საკუთარი თავის სიყვარულის შესწავლის გზაც.
მთავარია სულ გახსოვდეს – საკუთარ თავზე ზრუნვა აუცილებლობაა.
ასე რომ, იკაშკაშე დაუსრულებლად!



