News, ბლოგი

მოგზაურობა „კაშკაშ“-თან ერთად

„კაშკაშმა“ ამბიციური გეგმა დაისახა, ბრენდის თავის მოვლის საშუალებები სულ მალე, ქვეყნის სტუმრებს საქართველოს სასტუმროებში დახვდებათ. ეს ერთის მხრივ საშუალებაა მათ ხარისხიანი და ამავე დროს განსხვავებული, ქართული პროდუქცია წარვუდგინოთ და მეორე – შენი ქვეყნის გაცნობა „კაშკაშის“ ამ განსაკუთრებული კოლექციებით დააწყებინო. სანამ ბრენდი ამ საინტერესო თანამშრომლობისთვის  პირველ ნაბიჯებს დგამს, მე პირად გამოცდილებაზე მოგიყვებით. სინამდვილეში, ხომ ყველაფერი სწორედ აქედან იწყება.

„კაშკაშის“ მომხმარებელი ბევრნი ვართ. ბევრნი და ჭრელები. ჩვენ სხვადასხვა ასაკის და ინტერესების ვართ, სხვადასხვა ცხოვრების წესს მივყვებით და სულ სხვადასხვანაირი სურვილები გვაქვს. მაგრამ ის, რაც ჩვენ ყველას, „კაშკაშის“ შეხებისას გვაერთიანებს – მოგზაურობაა, მოგზაურობა დროსა და სივრცეში. თავად „კაშკაშიც“ ხომ მოგზაურია! ასეთად იყო ჩაფიქრებული და როგორც ბრენდმა, თავისი განვითარებაც აღმოჩენებსა და თავგადასავლებს დაუკავშირა. ამიტომაცაა, რომ ყველა მისი პროდუქტი, სამოგზაუროდაა გამზადებული – პრაქტიკულია ზომითა და შეფუთვით, რათა ადვილად მოთავსდეს ნებისმიერი ფორმის ჩანთაში და იქ, სადღაც წასულებმა, თავი ისევე კომფორტულად ვიგრძნოთ, როგორ სახლში.

მოგზაურობა ბევრნაირი შეიძლება იყოს. შეიძლება სპონტანურად, შენი ქალაქიდან გაიპარო და სულ რაღაც 1-2 დღით სხვაგან დაიდო ბინა; შეიძლება დიდი ხნით ადრე დაგეგმო, ყველაფერი დეტალურად აწონ-დაწონო და ქარის დაბერვის სიჩქარიდან დაწყებული, მოსანახულებელი ადგილების თანმიმდევრობით დამთავრებული, ყველაფერი გამოთვალო; და შეიძლება, ის უფრო მარტივადაც მოხდეს – „კაშკაშის“ რომელიმე პროდუქცია ცხვირთან ახლოს მიიტანო და თვალები დახუჭო.

“Subtropical Garden” – შავი ზღვის რეგიონით შთაგონებული

ზოგადად, მიყვარს სუბტროპიკული ხილი და ის მჭახე სურნელი, რომელიც ამ ხილს მოჰყვება ხოლმე. მაგრამ როგორც წესი, თავის მოვლის საშუალებებში იშვიათად ვირჩევ ამ ხაზს. ციტრუსის სასიამოვნო, მოტკბო სუნს საკმაოდ ხშირად ის რაღაც არაბუნებრივი ნოტები დაჰყვება, რომელიც დროში კიდევ უფრო მძაფრდება და უსიამოვნოდ მახსენებს ხოლმე თავს. შესაბამისად, ექსპერიმენტებს აღარ ვატარებ და რაც ერთხელ გამომადგება, იმას ვიყენებ სულ. წვალების გარეშე ვუდგები საკითხს.

მაგრამ, აბა „კაშკაშის“ „Subtropical Garden“-ის გასინჯვაზე უარს როგორ ვიტყოდი. ღია ლიმონისფერი, ფაფუკი ტექსტურის ლოსიონი, ხელებზე გადავისვი და ღრმად დავყნოსე. ინტენსიური სურნელი ჰქონდა, გამოკვეთილი და ზუსტი, აი ისეთი, არაფერში რომ აგერევა. ნეტა რას მახსენებსმეთქი, რომ წამში, კადრი გამიჩნდა თვალწინ – ბავშვობაში, როცა დედაჩემი ფორთოხალს დაჭრიდა, მის კანს სახესთან ახლოს მივიტანდი და მაგრად ვაჭერდი თითებს, სანამ კანში ჩამალული ციტრუსოვანი შხეფები ელვის სისწრაფით არ მოაღწევდა სახესთან. ეს ჩემთვის ციტრუსოვანი ენდორფინების შხეფები იყო, მხიარულიც და არომატულიც.

“Georgian Forest” – “კაშკაშის” ქართული ტყის ხაზი

როცა შემდეგ ჯერზე, “Georgian Forest”-ი გადმოვიღე ალმაცერად შევხედე, შენგან რაღას უნდა ველოდომეთქი და ღია მომწვანო შეფერილობას, კიდევ ერთხელ დავაკვირდი. ჰაეროვანი ლოსიონი ნაზად შეიწოვა კანმა და ცნობისმოყვარე ცხვირით, ახლა მისი „დაგემოვნება“ გადავწყვიტე. ტყე გამახსენდა, აი ისეთი, ოდნავ სუსხიან ამინდში დილით ადრე რომ დაგხვდება; თან, წინა დღეს რომ მაგრად უწვიმია და შენც ყოჩაღად ცდილობ ღრმად ჩაისუნთქო და დაიმახსოვრო: ფიჭვი, ევკალიპტი, ნაძვი. უცებ, ის ფიჭვის კევიც გამახსენდა, ბავშვობაში, წვალებითა რომ ვცდილობდი მის „მორჯულებას“. რამდენი ხანია გავიზარდე და ასეთ მხიარულ „სისულეებს“ აღარ ვაკეთებმეთქი, გავიფიქრე.

 

ყველას გვინდა, რომ თავის მოვლის საშუალება ხარისხიანი იყოს, მაგრამ მეორეა, როდესაც მას მეხსიერების კუთხეებში მიძინებული ემოციებისა და ისტორიების გაღვიძება შეუძლია. ამ შემთხვევაში, ისინი საპატიო ადგილს იმსახურებენ და ამიტომაც, „Subtropical Garden“ -ის კომპაქტურმა ხელის ლოსიონმა ჩანთაში ამოჰყო თავი (არასდროს იცი, სად დაგჭირდება ციტრუსოვანი ენდორფინები), ხოლო “Georgian Forest”-მა  საწოლის გვერდით, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას დაიკავა ადგილი.

„კაშკაშის“ მთელი კოლექცია საქართველოს ახლოს გაცნობის შესაძლებლობაა: Georgian Forest-ი  მისთვის დამახასიათებელი, ქართული ტყის ნოტებით, შავი ზღვის რეგიონით შთაგონებული „Subtropical Garden“-ი და ქართული წიპწის ზეთით შექმნილი ჯადოსნური არომატების „Georgian Vinotherapy “. ეს არის შესაძლებლობა, სტუმრებს განსაკუთრებული და განსხვავებული გამოცდილება შესთავაზო; გამოცდილება, რომელიც პირდაპირ, შენი სასტუმროს ოთახიდან დაიწყება.

 

P.S. და თქვენ სად გამოგზაურებთ ხოლმე „კაშკაში“ ?

 

ავტორი: უნა აბაშიძე

ფოტო: თამარა კაჭახიძე