კაშკაშებო, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ასტროლოგიას და კანს?! გარდა იმისა რომ ნაწილისთვის – ორივეს გაგება რთულია (we feel you sis), ნაწილმა კი ზუსტად იცის, რომელი პლანეტაა პასუხისმგებელი ბრწყინვალე და უპრობლემო კანზე.
ორივე სუპერ ტრენდულია.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ გავარკვიეთ, რომ სატურნი კანის მფარველია და მთავარი “პრობლემებიც” მისგან მოდის. რა რომელ ეტლშია – ამის ცოდნა აუცილებელი არ არის, მაგრამ სასურველია. დაზუსტებით ვიცით, რომ სილამაზის ინდუსტრიაში პროდუქტების შერჩევისას, პლანეტების და ენერგიის ძალის გვჯერა. ძალიან მარტივად, პერსონალურ რუკაზე არსებული ინფორმაციის და პლანეტების განლაგების მიხედვით, ყოველდღიურად, კვირეულად და თვიურად შეგიძლიათ მიაწოდოთ თქვენს ორგანიზმს ის, რაც მოცემულ ეტაპზე აკლია.
მაგალითისთვის ავიღოთ ცოტა ხანგრძლივი პერიოდი, მარტივად ასახსნელი ცვლილებებისთვის:
25 ივნისამდე ვენერა ტყუპების რეტროგრადშია (ტყუპები ჰაერის ნიშანია) ამიტომ მარტივი, კარგად აპრობირებული რუტინა საჭიროებს ცოტაოდენი ორთქლის დამატებას. ეს შესაძლებელია თბილი, ნამიანი ნაჭრის ნაზი მოძრაოებებით სახეზე გადატარებით. დაიბანეთ სახე საყვარელი პროდუქტით (ზაფხულში განსაკუთრებით გირჩევთ Flower Power სახის დასაბან სტიკს), დახუჭეთ თვალები, ჩაიტარეთ ეს მინი-სპა პროცედურა და გაიუმჯობესეთ განწყობა და კანის მდგომარეობა. რაც მთავარია, გახსნილი ფორების გასუფთავება, ტონირება და შესაბამისი დამატენიანებელი პროდუქტის გამოყენება არ დაგავიწყდეთ.
აქვე რამდენიმე საინტერესო ფაქტი ასტროლოგებისა და დერმატო-კოსმეტოლოგებისგან:
ვერძი
ცეცხლის ნიშანი საჭიროებს გრილ პროდუქტებს, ამიტომ უნდა შეინახოთ კანის მოვლის საშუალებების ნაწილი მაცივარში (იდეალურია Flower Power თვალის როლერი). რუტინაში ჩართეთ ალოე ვერას, კიტრის, გვირილის და ლავანდის მქონე პროდუქტები.
კურო
მიწის ნიშანია. კონსერვატიული და მშვიდი, არ უყვარს რუტინის ცვლილება. სტაბილურობა კარგია, თუმცა კანს უყვარს ახალი ინგრედიენტების გამოცდა. სცადეთ მსუყე, ნატურალური საცხები, განსაკუთრებით რეკომენდებულია Maniii by KÁSHKASH ღრმად დამატენიანებელი ხაზი.
ტყუპები
აი, ვის უყვარს ექსპერიმენტები და გართობა. მაშინაც კი, თუ საქმე კანის მოვლას ეხება. ასტროლოგების და დერმატოლოგების აზრით, ეს ნიშანი ალერგიისკენაა მიდრეკილი, ამიტომ ვარდის წყალი, ალოე და ხოხობა საუკეთესო ინგრედიენტებია გამოსაყენებლად.
ამიტომაც, Flower Power ის ხაზია რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანმა აუცილებლად უნდა მოსინჯოს.
კირჩხიბი
ყველაზე არაპროგნოზირებადი, წყლის ნიშანია. ხშირად სწორედ წყლის შეკავება ორგანიზმში და სენსიტიური კანი აწუხებთ, ამიტომ ბალანსი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ხოხობას, ავოკადოსა და სხვა ბუნებრივი ზეთები ამშვიდებს და სიხალისეს უბრუნებს კანს. ამიტომ ნომერ პირველი რეკომენდაციაა, გამოიყენოთ ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული თავის მოვლის საშუალებები, რომელ ქართულ ბრენდს გირჩევთ, ალბათ ხვდებით?! როგორც ეკოლოგიასა და ტრენდების მოყვარულ ნიშანს, აუცილებლად ვურჩევთ ლოსიონის ბურთულების კოლექციიდან Opium Pie-ს მოსინჯვას.
ლომი
მალე მისი პერიოდი იწყება. თავდაჯერებული, ცეცხლოვანი და დომინანტური ნიშანი ნებისმიერ პროდუქტში, ასევე დომინანტურ იშნებს ეძებს. ამიტომ ძალიან უხდება ვარდის წყალი (ვარდი ყვავილების დედოფალია J) და ანტიოქსიდანტური თვისებების ელემენტები. ლომებისთვის განსაკუთრებით მნიშველოვანია როგორ გამოიყურებიან, ამიტომ ყვავილების ხაზები და ულტრა-მდიდარი საცხები მთავარი მისწრაფებაა. განსაკუთრებით ვურჩევთ ჩვენი მყარი ლოსიონის ბურთულების ნაკრების – “კაშკაშა გარიჟრაჟი და ბინდის სხივი”-ს გამოყენებას.
მომავალ კვირაში სხვა ზოდიაქოს ნიშნებზე და მათ skincare თავისებურებებზე მოგიყვებით. Stay Tuned!