კაშკაშებო, დაპირებული თავის მოვლის ჰოროსკოპის მეორე ნაწილის დროა!
ქალწული
ინტელიგენტი, პრაქტიკული და პერფექციონისტი მიწის ნიშანია. ახასიათებს ყველაფერზე განუწყვეტელი ფიქრი და მსჯელობა, რაც ხშირად სტრესის მიზეზიც კი ხდება. კანს სტრესი არ უყვარს, ამიტომ გაინებივრეთ თავი. დამამშვიდებელი, ყვავილების მიქსი კანის მოვლისას იქნება მკურნალი ხასიათისა და შინაგანი განწყობის. საუკეთესო ინგრენდიენტები ამ მხრივ ლავანდა და გვირილაა (მათგან დამზადებული ჩაიც და თავის მოვლის პროდუქტიც), თუმცა ფორთოხლის ყვავილი და ვარდი საკუთარ თავზე კონცენტრირებას შეუწყობს ხელს. გაითვალისწინეთ, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს უმეტესად მგრძნობიარე კანი აქვთ, შესაბამისად პროდუქტი მსუბუქი საცხების ან სპრეების სახით სიამოვნებთ.
მზის შემდგომ კანის დასამშვიდებლად და დისკომფორტის მოსახსნელად, Flower Power ხაზი იდეალური გადაწყვეტილებაა.
პერფექციონიზმის მოყვარულ ქალწულებს აუცილებლად შეუყვარდებათ ჩვენი ხელის სანიტაიზერიც, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ფანტასტიური თვისების მატარებელია: იდეალურად ადეზინფიცირებს კანს; არ აშრობს მას; ყოველი გაყიდული სანიტაიზერიდან თანხა ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების დასახმარებლად ირიცხება.
სასწორი
ჰაერის ნიშანია, მიმზიდველი, რომანტიული და დამთმობი. უჭირს რაიმეს რუტინად ქცევა და შემდეგ მისი მიყოლა. ამიტომ ჩვენი ნომერ პირველი რჩევაა – ნუ გაავრცელებთ ამას თქვენი კანის მოვლის რეჟიმზე. მიყევით რუტინას და რამდენიმე კვირაში საგრძნობი სხვაობაც არ დააყოვნებს. ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვართ მდიდრული ინგრედიენტები, განსაკუთრებით კი ზეთები, ამიტომ ბუნებრივი ცხიმებით გაჯერებული მდიდარი საცხები მთავარი სიყვარულია. თუ ტიპური სასწორი ხართ, კაშკაშის Maniii by KASHKASH ხაზი თქვენთვისაა.
მორიელი
წყლის ნიშნებიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, მგრძნობიარე, მიზანდასახული, ემოციური და ჯიუტი ნიშანია. მის წარმომადგენლებს უყვართ ძალების აღმდგენი თავის მოვლის საშუალებები. მოსწონთ მასაჟი და ბუნებრივი ეთერზეთები. განსაკუთრებით უვლიან სხეულს, მოსწონთ ბუნებრივ კომპონენტებზე დამზადებული ლოსიონები და ინოვაციური საშუალებები. ჩვენი აზრით, მორიელებისთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება მრავალფუნქციური და კომპაქტური ლოსიონის ბურთულა რომლის დამამშვიდებელი და სასიამოვნო ეფექტიც დადებითად დამუხტავს მთელს სხეულს.
მშვილდოსანი
როგორც ცეცხლის ნიშანს შეეფერება, მშვილდოსნები თავგადასავლების მოყვარული, დამოუკიდებელი და მეამბოხე სულები არიან (rebeldeway IYKWIM). არასდროს ერიდებიან რისკებს, ამაღელვებელია მათთვის ნებისმიერი სიახლე და ახასიათებთ მოუთმენლობა. გამომდინარე აქედან, ერთიანი კანის მოვლის რუტინის შექმნა და მისი მიყოლა საკმაოდ რთულია. დილას ცივი წყლით გამოფხიზლება, შემდგომ დამამშვიდებელი და სტრესის მომხსნელი პროდუქტები არომათერაპიული ბენეფიტებით ნამდვილი აღმოჩენა იქნება.
გამოიყენეთ მარტივი პროდუქტები, მიეცით ბუნების ძალას საშუალება, მოგადუნოთ და ისიამოვნეთ თავის მოვლის თითოეული წამით. რეკომენდებულ ინგრედიენტებს შორისაა ყურძნის წიპწისა და ავოკადოს ზეთები, ამიტომ ეძებეთ ყველა იმ პროდუქტში, რომელსაც იყენებთ. ამ ინგრედიენტების შესახებ მეტის გასაგებად, წაიკითხეთ ჩვენი შემდეგი ბლოგპოსტები: მისი უდიდებულესობა ყურძნის წიპწის ზეთი და თხევადი ზურმუხტი სახელად ავოკადოს ზეთი.
თხის რქა
მიწის ნიშანია, მიზანდასახული, ამბიციური და ყველაფრის უკან არსებული ლოგიკის გამგები. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან დიდ დროს უთმობენ საკუთარ გეგმებს, ჩვენ კი მოვუწოდებთ არანაკლები დრო დაუთმონ საკუთარი თავის შეცნობასა და მოვლას. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვისაც არომათერაპიული თვისებების მქონე ბუნებრივი ეთერზეთებია რეკომენდებული, მაგალითად ლავანდის, მანდარინისა და გერანიუმის. განწყობის ასამაღლებელი კომპონენტები, როგორიცაა ლიმონი, როზმარინი და სხვა, ახალი ენერგიით აგავსებთ. კანის ღრმა დატენიანებისთვის კი ყვავილების ტონერს, ბალმებს და შრატებს გირჩევთ.
მერწყული
ჰაერის ნიშანი, სპონტანური გადაწყვეტილების მოყვარული, მუდმივი ცვლილებების მომხრე და მოწყენილობის დაუძინებელი მტერი. სწორედ ასეთი მიდრეკილებებიდან გამომდინარე გირჩევთ მარტივი კანის მოვლის რუტინა აარჩიოთ. გვგონია, რომ რა რჩევაც არ უნდა მოგცეთ, მაინც საკუთარ თავს და გრძნობებს მიენდობით (თუმცა) მაინც მივიჩნევთ, რომ ბუნებრივი განწყობის ამამაღლებელი ინგრედიენტები, როგორიცაა ლიმონის ეთერზეთი, ფორთოხლის ყვავილის წყალი და სხვ. განსაკუთრებით აქტიურად ჩართოთ თქვენს რუტინაში. ავოკადოსა და ტკბილი ნუშის ზეთი განსაკუთრებით გესიამოვნებათ სხეულზე, ხოლო სახეზე ყურძნის წიპწისა და ხოხობას შემცველ პროდუქტებს მიანიჭებთ უპირატესობას. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ სახისა და სხეულის მისტი Flower Power, ისევე, როგორც კაშკაშა გარიჟრაჟისა და ბინდის სხივის ლოსიონის ბურთულები სწორედ თქვენთვისაა შექმნილი.
თევზები
ემოციური, შემოქმედებითი და კრეატიული ბუნების მქონე თევზები წყლის ნიშანს წარმოადგენენ. ხშირად მეოცნებეებად მოიხსენებენ და სხვების პრობლემებზე კონცენტრირებისგან გამოფიტვას მიაწერენ. ნებისმიერ შემთხვევაში გვჯერა, რომ ამ ზოდიაქოს წარმომადგენლებს ყველაზე მეტად იტაცებთ მისტიკა, ამოუცნობი საგნები და მეცნიერებები, ყველაზე მეტად სჯერათ ჰოროსკოპის და აქ ჩამოთვლილ რჩევებსაც გაითვალისწინებენ. ბერგამოტი, როზმარინი, ლიმონი, პაჩული და სხვა დამამშვიდებელი კომპონენტები; სარელაქსაციო ზეთები, დამამშვიდებელი და დისკომფორტის მომხსნელი ბუნებრივი კომპონენტები წყლის მაღალი შემცველობით განსაკუთრებით სასიამოვნოა. ზეთებიდან და კარაქებიდან შიის (კარიტეს) კარაქი საუკეთესო არჩევანია. ამ ნიშნის წარმომადგენლებს სტატისტიკურად ნაკლებად აღენიშნებათ აკნე, მხოლოდ გარკვეულ უბნებზე და მცირე რაოდენობით, ამიტომ მკვდარი უჯრედების ნაზი მოშორება კარგი გადაწყვეტილებაა.
კაშკაშებო, ეს ყველაფერი დერმატოლოგებისა და ასტროლოგების რჩევებზე დაფუძნებული, ძალიან ზოგადი ინფორმაციაა. კანის მოვლა ცალკე მეცნიერებად შეგვიძლია გამოვყოთ და ინდივიდუალური ფორმირებით წარმოვადგინოთ, თუმცა იმედია, ცოტა გაერთეთ და ცოტა პარალელიც გაავლეთ საკუთარ თავთან.
Stay tuned!