blog

December BEAUTYscope 2020

თხის რქის სეზონს გილოცავთ, კაშკაშებო!

 

განახლების, სიახლეების მზაობის და იმედის ეს ტრადიციული პერიოდი წელს განსაკუთრებით სიმბოლიკას იძენს და ძველთან დამშვიდობება, ნეგატივის გაშვება და პოზიტივით დამუხტვა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც აქამდე არასდროს.

სეზონის საყვარელი პროდუქტი: ტუჩსაცხების ნაკრები სხვა მზე LIYA X KÁSHKASH-ისგან.

 

თხის რქა

ემოციურად საკმაოდ დატვირთული პერიოდი გაქვთ. თქვენი დაბადების დღე დაგროვილი ენერგიის პოზიტიურად დასახარჯად საუკეთესო დღე იქნება. დანარჩენი დრო კი დაუთმეთ განტვირთვას.

მერწყული

გირჩევთ, თხის რქის სეზონი სპირიტუალურ აქტივობებს დაუთმოთ. ამ პერიოდში მოცეკვავეს შეგადარებდით – აყევით რიტმს და ის აუცილებლად მიგიყვანთ რაღაც ძალიან საინტერესოსთან.

თევზები

დაუთმეთ ეს დრო ახლობელ ადამიანებთან ერთად სამომავლო გეგმების (ან ოცნებების?!) დასახვას. მაინც სად წახვიდოდით, როგორც კი პანდემიური შეზღუდვები მოიხსნება?…

ვერძი

თქვენი სრულად წარმოჩენის დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა. ეს საუკეთესო პერიოდი წინ გაქვთ, ამიტომაც თქვენს ადგილას, თხის რქის სეზონს თავის მოვლის რუტინის გაძლიერებას დავუთმობდით. გამოიყენეთ მასკნეს საწინააღმდეგო პროდუქტები და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ სახის დღეში ორჯერ დაბანა. ჩვენი კომპაქტური სახის გამწმენდი სტიკი ფორებს ღრმად გაგისუფთავებთ, კანს კი არ გამოგიშრობთ და შემდგომი დატენიანებისთვის იდეალურად მოამზადებს. ოჰ, და ზომამ არ მოგატყუოთ – ეს პროდუქტი საკმაოდ დიდ ხანს იქნება თქვენთან ერთად.

კურო

არაფერია შეუძლებელი კუროსთვის. განსაკუთრებით, ამ თვითშემეცნების პერიოდში, როდესაც კრიტიკასაც კი განვითარების საუკეთესო იარაღად აქცევთ. დაკავდით ისეთი აქტივობებით, რომლებიც ფიზიკურ და მენტალურ სიმშვიდეს ერთდროულად მოგიტანთ. იოგაზე რას იტყვით?

ტყუპები

თამამად შეგიძლიათ, თხის რქის სეზონი საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმოთ. თქვენ ეს ახლა ძალიან გჭირდებათ. აქციეთ აბაზანის რუტინა სიამოვნებად და დაამატეთ ცოტაოდენი არომათერაპია. ლოსიონის ბურთულები ამ ორ საკითხს ერთდროულად მოაგვარებს.

კირჩხიბი

ბუნაგიდან გამოსვლის დროა. საუკეთესო დროა, დაგროვილ პრობლემებს თვალი გაუსწოროთ და მათი მოგვარების პრაგმატულ გზებზე იფიქროთ. ძირითადი ფოკუსი პარტნიორულ ურთიერთობებზე გააკეთეთ.

ლომი

ძირითადი ფოკუსი ჯანმრთელობაზე გააკეთეთ. სწორი კვება – როგორც თქვენი, ასევე თქვენი კანის – ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. გამოიყენეთ ზამთრის სუსხისგან დამცავი, მსუყე ტექსტურის პროდუქტები (Maniii by KÁSHKASH დღისა და ღამის კრემები საუკეთესოა).

ქალწული

დაფიქრებულხართ, რა განიჭებთ სიამოვნებას? საკითხებისადმი შემოქმედებითი მიდგომა განსაკუთრებით გაგიადვილებთ საქმიანობას. მეტი არტისტიზმი, ქალწულებო! ეს ნამდვილად თქვენი ძლიერი მხარეა. აჰ, და არ დაგავიწყდეთ სანიტაიზერი. უსაფრთხოებაც შეიძლება, იყოს chic.

სასწორი

ამ სეზონზე სახლმა და ოჯახმა ყველაფერი უნდა გადაწონოს. აავსეთ სახლი გემრიელი კერძების სურნელით, გაახალისეთ ინტერიერი – ბოლობოლო, ამ კედლებს დღის ძირითადი მონაკვეტი უყურებთ!

ღრიანკალი

საინტერესო პერიოდი გეწყებათ – თხის რქის სეზონზე მოძალებული გულახდილობის სურვილი მთელი წლის ლაიტმოტივად გაგყვებათ. თუმცა მაინც გირჩევთ, ფრთხილად იყოთ საიდუმლოების გაზიარების დაუოკებელ წყურვილთან.

მშვილდოსანი

თავისუფლად შეგიძლიათ, კოსმოსს სურვილების ასრულება სთხოვოთ. დიდი ალბათობით, ვარსკვლავები უპასუხოდ არ დაგტოვებენ. იზრუნეთ, რომ თვალის უპეები შეშუპებისგან და მუქი წრეებისგან გაითავისუფლოთ (ამაში ჩვენი თვალის გელი დაგეხმარებათ) – შეხვედრა უდავოდ ბევრ ადამიანთან მოგიწევთ, მერე რა, რომ ზუმში!