დღეიდან, “ლუტეცია” მომხმარებელს თავის მოვლის ორგანული საშუალებების ქართულ ბრენდს, KASHKASH-ს შესთავაზებს.
“ლუტეცია” პირველი პარფიუმერული ქსელია, რომელიც 100-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან ერთად, თავის პორტფოლიოში ადგილობრივი წარმოების პროდუქციას დაამატებს.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ დიდ რითეილერთან თანამშრომლობა, როგორიც “ლუტეციაა”. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავაჯეროთ მომხმარებელს, რომ “ქართული” შეიძლება, ავტომატურად ნიშნავდეს “ხარისხიანს”. ბაზარზე შემოსვლის დღიდან, გამოწვევებით სავსე გზა გავიარეთ და ვფიქრობ, ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი პარფიუმერული ქსელისგან ჩვენ მიმართ ნდობის გამოცხადება დიდი მიღწევაა. დიდი მადლობა “ლუტეციას” გუნდს ადგილობრივი წარმოების და კონკრეტულად “კაშკაშის” მხარდაჭერისთვის,”- ამბობს ქეთო გიორგობიანი, KASHKASH-ის თანადამფუძნებელი.
“კაშკაშის” პროდუქციის შეძენა მომხმარებელს 24 დეკემბრიდან “ლუტეციას” “გალერია თბილისის” ფილიალში, 26 დეკემბრიდან კი პეკინის ფილიალში შეეძლება. ახალ წლამდე კი ორივე ფილიალში სპეციალური ფასდაკლება იმოქმედებს.
KASHKASH-ის შესახებ:
“კაშკაში” ლაბორატორიული წესით წარმოებული, სახისა და სხეულის მოვლის საშუალებების ბრენდია, რომელიც მომხმარებელს მხოლოდ სერტიფიცირებული ორგანული ინგრედიენტებისგან დამზადებულ, უნიკალური ფორმულებით შექმნილ ნაწარმს სთავაზობს. Ბრენდი ბაზარზე 2018 წლის ივლისიდან გამოჩნდა და დღეისთვის მისი პორტფოლიო სახისა და სხეულის მოვლის 3 განსხვავებულ ხაზს მოიცავს. “კაშკაშის” ფორმულები მხოლოდ ვეგანური და ვეგეტარიანული ინგრედიენტებისგან შედგება და შექმნილია სწრაფი, ურბანული ტემპით მცხოვრები მომხმარებლისთვის, რომელსაც დროის სიმცირის მიუხედავად, მაინც სურს თავის მოვლის პროცესისგან სიამოვნების მიღება.
LUTECIA-ს შესახებ:
“ლუტეცია“ პარფიუმერულ სამყაროში გამოცდილი, სიახლეებზე ორიენტირებული და მომხმარებლის ნდობით აღჭურვილი ქსელია. ეს ადგილია სადაც პროფესიონალი კონსულტანტები მზად არიან მომხმარებელს სათანადო კონსულტაცია გაუწიონ და იზრუნონ მათ სილამაზეზე. მათ ლუტეციაში მუდამ ელოდებათ კომფორტული გარემო, სასურველი პროდუქცია და კეთილგანწყუბილი პერსონალი.
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი, „ლუტეცია“ დღეს საქართველოში 100-ზე მეტ ცნობილ ბრენდს წარმოადგენს. იგი პირველად პარფიუმერულ ბაზარზე 2000 წელს გამოჩნდა ფრანგული ბრენდების CLARINS, THIERRY MUGLER-ისა და AZZARO-ს პროდუქციით. ESTEE LAUDER, TOM FORD, CLINIQUE, DONNA KARAN, CLARINS, THIERRY MUGLER, AZZARO, SWAROVSKI, PORSCHE DESIGN, NINA RICCI, ESCENTRIC MOLECULES, ANNICK GOUTAL, LOLITA LEMPICKA, PACO RABANNE, PRADA, ELIZABETH ARDEN, JUICY COUTURE, SALVADOR DALI, SALVATORE FERRAGAMO, UNGARO, DARPHIN, AGENT PROVOCATEUR, JOHN GALLIANO, LA PERLA, BENETTON, LALIQUE, COSTUME NATIONALE, TOUS, ANGEL SCHLESSER, ARMAND BASI, J. DEL POZO, KALOO, KOKESHI, ARTDECO. ეს იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალია რომელიც შეგიძლიათ, იხილოთ დღესდღეობით ლუტეციას მაღაზიათა ქსელში.